გაფიცვა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დღეიდან მასშტაბურ გაფიცვას იწყებს.
თანამშრომელთა განცხადებით, გადაიდება ყველა დაგეგმილი ღონისძიება, დაიხურება სამკითხველო და საგამოფენო დარბაზები, საცავები და ბიბლიოთეკა. გაფიცვა მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ცენტრის დირექტორად ზაზა აბაშიძის არჩევას აპროტესტებენ და გამოცხადებული კონკურსის შედეგების გაუქმებას მოითხოვენ. ისინი ასევე მაკონტროლებელი უწყების, განათლების სამინისტროს პარლამენტით ჩანაცვლებას და განათლების სამინისტროსთან მოლარაპარაკებებს ითხოვენ. თავად ზაზა აბაშიძე დღეს ცენტრში მისვლას არ აპირებს.
ყოფილი დირექტორის, ბუბა კუდავას ვარაუდით კი კომისიამ გადაწყვეტილება სანიკიძის უწყების ზეწოლის შედეგად მიიღო. განათალების მინისტრის მტკიცებით კი კონკური ყველა წესის დაცვით ჩატარდა.