მნიშვნელოვანისაქართველო
გაფიცვა შეწყდა – მეტრო მუშაობას იწყებს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2018/04/MetroTbilisi-32.jpg)
3 დღიანი გაფიცვა შეწყდა. ღამით მეტროს მემანქანეებმა შიდა კონსულტაციების შემდეგ მუშაობის გაგრძელება გადაწყვიტეს.
მეტროპოლიტენი გაფიცვის შემდეგ პირველ მგზავრს დღეს 14:00 საათზე მიიღებს.
მემანქანეების თქმით, მათი ხელფასების მომატებაზე პასუხისმგებლობა თბილისის მერმა აიღო. თუმცა კონკრეტული თარიღი როდის გაიზრდება ანაზღაურება ამ ეტაპზე უცნობია.
ამ პროცესს წინ უძღოდა მათი შეხვედრა თბილისის მერსა და ვიცე-მერთან.
კონსულტაციებზე “ერთობა 2013” კონკრეტული მოთხოვნებით მივიდა. მემანქანეები კახი კალაძეს ანაზღაურების 45 პროცენტით გაზრდას სთხოვდნენ.
შეხვედრა მერიაში 2 საათს გაგრძელდა.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, კალაძეს ჟურნალისტებთან განმარტებები არ გაუკეთებია. დეტალებზე არც მეტროპოლიტენის გაფიცულ თანამშრომლებს უსაუბრიათ.