გარდაცვლილი ბავშვის დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

გლდანის მე-2 მიკრორაიონში დღეს ტრაგედია მოხდა.

მე-9 სართულიდან წლინახევრის ბავშვი გადმოვარდა, რის შემდეგაც საცხოვრებელი სახლიდან მცირეწლოვანი გოგონას 28 წლის დედაც გადმოხტა – ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.
როგორც ირკვევა, ტრაგედია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრ-მოსამართლის, ჯემალ კოპალიანის ოჯახში დატრიალდა.

მეზობლების ვარაუდით, პატარა აივანზე გაძვრა და გისოსებიდან გადავარდა.
“როცა დედამ ბავშვი მოიკითხა და ნახა რომ ძირს, გარდაცვლილი ეგდო, ყვირილით წამოვიდა, თურმე მამამთილს მიაწოდა დაღუპული, გაიქცა მეცხრე სართულზე, დადგა ფანჯარაზე და გადმოხტა სასწრაფოც მოვიდა, თუმცა გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო. საშინელ სურათს შევესწარით, ეზოში დედა-შვილი გარდაცვლილები მიწაზე ეყარნენ. ბაბუა, მოსამართლე კოპალიანი გარდაცვლილ შვილიშვილს და რძალს ეფერებოდა”- იხსენებენ მეგობრები.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button