გარდაიცვალა 107 წლის მეღვინე, რომელიც წყლის ნაცვლად ღვინოს მიირთმევდა

107 წლის ასაკში ესპანელი მეღვინე, ანტონიო გარსია დოკამპო გარდაიცვალა, რომელიც ყოველდღიურად წყლის ნაცვლად ღვინოს სვამდა, – გვაცნობებს გამოცემა ABC.

ანტონიოს ვაჟის, მანუელ დოკამპოს ინფორმაციით, მას მამამისთან ერთად თვეში 200 ლიტრი ღვინოც დაულევია, რომელსაც საკუთარ მამულში აწარმოებდა. ხოლო თავად ანტონიო კი ყოველდღიურად 4 ბოთლ წითელ ღვინოს სვამდა. ამის გარდა, ხანდაზმული ესპანელი დილაობით ბოკალ ბრენდისაც მიირთმევდა, რომელიც მას დიდ სიმხნევეს მატებდა.

“ანტონიო გარსია დოკამპო იშვიათი ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობით გამოირჩეოდა. მან ანტიბიოტიკების მიღება 103 წლის ასაკში დაიწყო. მისი სიკვდილის მიზეზი მძიმე პნევმონია გახადა”, – აღნიშნა მანუელ დიკამპომ.

ანტონიო გარსია დოკამპო 9 წლის ასაკიდან ქვისმთლელად მუშაობდა. 1930 წელს იგი ესპანეთის სამოქალაქო ომში დიქტატორ ფრანცისკო ფრანკოს მხარეს იბრძოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button