გარდაიცვალა იტალიელი კინორეჟისორი ეტორე სკოლა [Photo/Video]
ცნობილი იტალიელი კინორეჟისორი, სცენარის ავტორი, პროდუსერი და მსახიობი ეტორე სკოლა 85 წლის ასკში რომში გარდაიცვალა.
სკოლა თანამედროვე იტალიური კონოს ერთ-ერთ უმთავრეს მეტრად ითვლება. იგი “ოსკარზე” ორჯერ იყო ნომინირებული, კანისა და ბერლინის ფესტივალების მრავალ ჯილდოს ფლობდა. სკოლა მაყურებელს ისეთი ცნობილი ფილმებით დაამახსოვრდა, როგორებიცაა: “ჩვენ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი”, “მეჯლისი”, “ტერასა”, “უჩვეულო დღე” და სხვა.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მატეო რენციმ დიდი მწუხარება გამოთქვა და განაცხადა, რომ სკოლა უდიდესი ოსტატი იყო, რომელიც მძაფრად აღიქვმდა მშობლიურ იტალიასა და მისი საზოგადოების განვითარების ისტორიას.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”27754″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]