გარდაიცვალა ლეგენდარული ფრენკ სინატრას ვაჟი [Video]

ფლორიდის ქალაქ დეიტონ-ბიჩის საავდმყოფოში ამერიკელი მუსიკოსისა და მსახიობის, ფრენკ სინატრას ვაჟი – ფრენკ სინატრა უმცროსი გარდაიცვალა,- იუწყება პორტალი TMZ.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 17 მარტის საღამოს, ნენსი ბარბატოსა და ფრენკ სინატრას შვილს შოუში უნდა მიეღო მონაწილეობა, სადაც მამამისის სიმღერები უნდა შეესრულებინა, მაგრამ შეუძლოდ გახდა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფრენკ სინატრა უმცროსი 72 წლის იყო. ექიმები მისი სიკვდილის მიზეზად გულის პრობლემებს ასახელებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button