გარდაიცვალა მსახიობი ეიბ ვიგოდა [Photo/Video]

მსახიობი ეიბ ვიგოდა, რომელმაც ფილმ “ნათლია”-ში სალვატორე ტესიოს როლი შეასრულა, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა, – გვაცნობებს The Associated Press.

მსახიობის ქალიშვილმა განაცხადა, რომ მამამისი ხანდაზმულობის გამო გარდაიცვალა.

“ამ ადამიანს არასდროს უავადმყოფია”, – დასძინა ქეროლ ვიგოდა ფუქსმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მსახიობი მასთან ერთად ქალაქ ვუდლენდ პარკში ცხოვრობდა.

აბრაჰამ ჩარლზ ვიგოდა 1921 წლის 24 თებერვალს ნიუ-იორკში დაიბადა. იგი კარნეგი-ჰოლის დრამატული ხელოვნების სკოლაში სწავლობდა. მისი სამსახიობო დებიუტი რეჟისორ მარსელ კარნეს ფილმში – “სამი ოთახი მანჰეტენზე” შედგა.

დრამა “ნათლია”-ს გარდა ვიგოდამ ისეთ ცნობილ ფილმებში ითამაშა, როგორებიცაა: “ანგელოზების სავანე”, “იტალიელი საყვარლები”, “ძარცვა ფრანგულად”, “ნორტი” და სხვა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”28274″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button