გარდაიცვალა რობოტ R2-D2-ის როლის შემსრულებელი მსახიობი [Photo/video]

84 წლის ასაკში გარდაიცვალა ინგლისელი მსახიობი კენ ბეიკერი, რომელმაც ფანტასტიკურ საგა “ვარსკვლავურ ომებში” რობოტ R2-D2-ის როლი შეასრულა, – წერს Guardian.

უკანასკნელ წლებში ბეიკერი ფილტვების დაავადებით იტანჯებოდა და საინვალიდო ეტლით გადაადგილდებოდა.

კენ ბეიკერი 1934 წელს ბირმინგემში დაიბადა. მან 1960-1962 წლებში კინოში გადაღება დაიწყო. მას ნამდვილი აღიარება ჯორჯ ლუკასის ფილმმა “ვარსკვლავური ომები” მოუტანა. ბეიკერი სულ 112 სანტიმეტრ სიმაღლისა იყო და რობოტ R2-D2-ის მაკეტში თავისუფლად ეტეოდა. მსახიობმა აგრეთვე ითამაშა დევიდ ლინჩისა და მილოშ ფორმანის ფილმებშიც.

1970 წელს კენ ბეიკერი ელინ ბეიკერზე დაქორწინდა და მათ 2 შვილი შეეძინათ. იმის მიუხედავად, რომ ცოლ-ქმარი თანდაყოლილი მემკვიდრეობითი აქონდროპლაზიით იტანჯებოდა, რასაც სხვანაირად “ჯუჯების სინდრომს” უწოდებენ, მათი შვილები ნორმალური ტანთაგებულობით დაიბადნენ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”40352″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button