გარდაიცვალა საბჭოთა მსახიობი ნატალია კრაჩკოვსკაია [Video]
მოსკოვში, 77 წლის ასაკში, გარდაიცვალა მსახიობი ნატალია კრაჩკოვსკაია, – იუწყება ТАСС-ი.
კრაჩკოვსკაია 28 თებერვალს მიოკარდიუმის ინფარქტზე ეჭვით მოსკოვის პირველ საქალაქო საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, მსახიობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.
ნატალია კრაჩკოვსკაია 1938 წლის 24 ნოემბერს მოსკოვში დაიბადა. მან 80-მდე ფილმში ითამაშა. იგი მაყურებელს ისეთი საკულტო ფილმებიდან დაამახსოვრდა და შეუყვარდა, როგორებიცაა: “12 სკამი”, “ივან ვასილის-ძე პროფესიას იცვლის”, “ეს მხიარული პლანეტა” და სხვა.