გარდაიცვალა საფრანგეთის ყველაზე ხანდაზმული მცხოვრები [Photo]

გაზეთი Le Parisien იუწყება, რომ 109 წლის ასაკში საფრანგეთის ყველაზე მხცოვანი მამაკაცი გარდაიცვალა.

რობერტ ბურდონის ოჯახს სამძიმარი ზღვისპირა ალპების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ერიკ სიოტიმ გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მიმდნარე წლის იანვრიდან ბურდონი საფრანგეთის უხუცეს მცხოვრებად ითვლებოდა.

“25 მარტს რობერტ ბურდონს 110 წელი შეუსრულდებოდა. მან სიცოცხლის უკანასკნელი წლები საფრანგეთის სამხრეთში – ქალაქ ნიცაში გაატარა. “, – განაცხადა სიოტიმ.

Le Parisien-მა შეგვახსენა, რომ ამჟამად საფრანგეთის უხუცეს ქალად ეუდოქსი ბაბული ითვლება, რომელსაც გასული წლის სექტემბერში 114 წელი შეუსრულდა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”31032″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button