გარდაიცვალა ასტრონავტი ჯონ გლენი [Photo/Video]

ამერიკელი ასტრონევტი, რომელმაც პირველი ორბიტალური ფრენა განახორციელა, ჯონ გლენი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა, – იუწყება Associated Press.

ყოფილი ასტრონავტი ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბუსის საავადმყოფოში აღესრულა.
1957 წელს ჯონგლენმა ტრანსკონტინენტალური გადაფრენის სისწრაფეში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ავიაგამანადგურებელმა F8U-მ ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკამდე მანძილი 3 საათსა და 23 წუთში დაფარა. ხოლო 1962 წლის 20 თებერვალს ხომალდით „მერკური-ატლას-1“ ისტორიაში პირველი ორბიტალური ფრენა განახორციელა, რომლის ხანგრძლივობამ 4 საათი და 55 წუთი შეაგდინა. ამ მოვლენამ გლენი მსოფლიოში მესამე ასტრონავტად აქცია (იური გაგარინისა და გერმან ტიტოვის შემდეგ), ვინც ორბიტალური ფრენა შეასრულა.

1998 წელს 77 წლის ასაკში გლენმა კოსმოსური ფრენა ხომალდით „დისქავერი“ კვლავ განახორციელა და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმულ ასტრონავტად გამოცხადდა.
გლენი აშშ-ის ნაციონალური გმირი გახდა და კოსმონავტიკის დარგში გამოჩენილი დამსახურებისთვის NASA-ს მედლით დაჯილდოვდა.

john-glenn-friendship-7

მსგავსი პოსტები

Back to top button