გარდაიცვალა „გერმანიის ყველაზე ლამაზი ბებია“ [Photo/Video]

მიუნხენში გერმანელ-ავსტრიელი მსახიობი, კრისტინა კაუფმანი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა, – იუწყება პორტალი Kurier.

მსახიობი ლეიკემიით გარდაიცვალა. იგი ექიმებმა ხელოვნური კომის მდგომარეობაში შეიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
კაუფმანი 1961 წლის „ოქროს გლობუსის“ ლაურეატი და Playboy-ის ვერსიით – „გერმანიის ყველაზე ლამაზი ბებიის“ ტიტულის მფლობელი იყო.
მსახიობმა ისეთ ცნობილ ფილმებში ითამაშა, როგორიცაა „ტარას ბულბა“, „ლილი მარლენი“, „ლოლა“, „ძნელია ღმერთობა“ და სხვა.

[print_gllr id=55302]

მსგავსი პოსტები

Back to top button