გარდაიცვალა ჰოლივუდის „ოქროს საუკუნის“ ვარსკვლავი [Photo/video]

ჯოან ლესლი, ჰოლივუდის მსახიობი და მოცეკვავე, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა, – გვამცნობს The New York Times.

ლესლიმ თავისი კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო, როცა 1936 წელს, გრეტა გარბოსთან ერთად ფილმში – „ქალი კამელიებით“ ეპიზოდური როლი შეასრულა. 1940 წლამდე, მსახიობმა 12 კინოფილმში მიიღო მონაწილეობა, სადაც მეორე პლანის როლები განასახიერა.

1941 წელს, ლესლიმ კონტრაქტი კინოსტუდია «Warner Brothers»-თან გააფორმა. მან პირველი სერიოზული როლი ფილმში – „მაღალი სიერა“ შეასრულა და იმთავითვე „ჰოლივუდის ვეტერანის“ წოდება მოიპოვა.

1950 წლამდე, ლესლიმ ბევრი როლი განასახიერა, მაგრამ გათხოვებისა და ტყუპი გოგონების შეძენის შემდეგ, იგი სამსახიობო კარიერას ჩამოშორდა.
როცა მისი შვილები წამოიზარდნენ, მსახიობმა რამდენიმე ფილმში კიდევ ითამაშა, მაგრამ იგი უმთავრესად ოჯახითა და ქველმოქმედებით იყო დაკავებული.
„15 წლის ვიყავი, როცა პირველი როლი მივიღე. ვწუხვარ, რომ კარიერა ცოტა გვიან არ დავიწყე. ვფიქრობ, მაშინ ბევრ რამეს უკეთ გავაკეთებდი“, – განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ჯოან ლესლიმ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”20676″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button