გარდაიცვალა ფრანგი მსახიობი კლოდ ჟანსაკი [Photo/Video]

ფრანგი კომედიური მსახიობი კლოდ ჟანსაკი, რომელიც მრავალ ფილმში ლუი დე ფიუნესის პარტნიორი იყო, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას გაზეთი Le Figaro ავრცელებს.
მსახიობის ვაჟის ინფორმაციით, ჟანსაკი ძილში გარდაიცვალა.
კლოდ ჟანსაკმა 100-ზე მეტ ფილმში ითამაშა. 1952 წელს იგი 25 წლის იყო, როცა ლუი დე ფიუნესს პარტნიორობა პირველად გაუწია. თავის მხრივ, დეფიუნესმა დასძინა, რომ ჟანსაკთან ერთად ყველა ფილმში სურს თამაში, ვინაიდან ნიჭიერ ქალბატონს მისთვის დიდი იღბალი მოაქვს.
ხანდაზმულობის მიუხედავად, მსახიობი ქალბატონი თეატრსა და კინოშო მოღვაწეობას კვლავ განაგრძობდა. 2016 წელს ჟანსაკმა ფრანგულ-ბელგიურ ფილმ “Baden Baden”-ში თავისი უკანასკნელი როლი ითამაშა.
[print_gllr id=50121]