მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გარდაიცვალა უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა ქართველი მებრძოლი, უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე.

ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერენ უკრაინაში მებრძოლი ქართველები.

ვანო ნადირაძის ერთ-ერთი თანამებრძოლი ფეისბუკზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჰყვება, რომ ვანოსგან დაახლოებით 19 კილომენტრის დაშორებით იმყოფებოდა, როცა ვანო ნადირაძემ მას თავისი ადგილდებარეობის მონაცემები გაუზიარა და შველა ითხოვა.

დასახმარებლად სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა ვანოს ცოცხალს ვეღარ მიუსწრეს.

უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები უსამძიმრებენ ვანო ნადირაძის ოჯახს.

მსგავსი პოსტები

Back to top button