მნიშვნელოვანირეგიონი

გარდაცვალებიდან 8 წლის შემდეგ, ხანუმა ჯეირანოვას გახმაურებულ საქმეზე სამ პირს ედავებიან

გარდაცვალებიდან 8 წლის შემდეგ, ხანუმა ჯეირანოვას გახმაურებულ საქმეზე სამ პირს ედავებიან.
საგარეჯოში , ხანუმა ჯეირანოვას გარდაცვალების საქმეზე, ბრალი სამ პირს წაუყენეს.
პროკურატურის მტკიცებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მცხოვრებმა სამმა პირმა, სხვა მოქალაქეებთან ერთად, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ჯეირანოვა ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება და სოფლის მოსახლეობის წინაშე დამცირება გადაწყვიტეს.

2014 წლის 16 სექტემბერს, სოფელ ლამბალოში ბრალდებულებმა, ქალი ავტომანქანიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანეს, და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდგომაც მოსახლეობის წინაშე დამცირების განზრახვით, თავისუფლება აღუკვეთეს.

ხანუმა ჯეირანოვა, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ავტომანქანაში ჩასვეს და სოფელის ცენტრში მიიყვანეს.
სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით, ისინი დაზარალებულს დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ დასაჯელი იყო, ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო.

ბრალდებული პირების და ჯგუფის სხვა წევრების მოქმედებას, 2014 წლის 18 სექტემბერს ჯეირანოვას თვითმკვლელობა მოჰყვა
სამივე პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და და 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც

თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და დამამცირებელ მოპყრობას გულისხმობს.

დანაშაულები შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button