მნიშვნელოვანისიახლეები

აშშ-ში, სადაც დემოკრატიულ მიღწევად 6 წლის ასაკიდან სქესის შეცვლა აპრობირებულია, არაფერი მესაქმება

მოსამართლე ირაკლი შენგელია, რომელიც აშშ-ის მიერ დასანქცირებულთა სიაში მოხვდა, ფეისბუქზე წერს, რომ მას და მის ოჯახს შტატებში გამგზვარების სურვილი აღარ აქვთ, რადგან “გამრუდებული და დაკნინებულია” ყველა ის ღირებულება, რაზეც იდგა ამ ქვეყნის იდეოლოგია. ამის შესახებ მოსამართლე ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს განცხადებას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული მოსამართლე აცხადებს, რომ “გუშინდელი განცხადების ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ელჩმა დეგნანმა ლინჩის წესი აღადგინეს და ამ წესით გაასამართლეს მოსამართლეები”.

შენგელიას თქმით, “აშშ-ში, სადაც ბოლო პერიოდის ერთ-ერთ დემოკრატიულ მიღწევად 6 წლის ასაკიდან ბავშვისთვის სქესის შეცვლა აპრობირებულია, არაფერი ესაქმება”, ვინაიდან, “მის ოჯახს მსგავსი ღირებულებები არ სჭირდება”.

“მსურს, გამოვეხმაურო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ჩემზე და ჩემს კოლეგებზე სანქციის დაწესების შესახებ.

უპირველეს ყოვლისა, თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება ვერანაირ მტკიცებულებით სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს; მე განმარტება ამის შესახებ ვერც სახელმწიფო მდივან ბლინკენისგან და ვერც ელჩ დეგნანისგან მოვისმინე, გარდა ზოგადი მითითებისა, რომ არსებობს რაღაც „სანდო ინფორმაცია“, რომელიც თურმე ადასტურებს ჩვენს კორუმპირებულობას.

ასეთი მტკიცებულებები ბუნებაში ვერც იარსებებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კორუფციის ფაქტები არ არსებობს. მეც და ჩემი სხვა კოლეგები (დასანქცირებულების ჩათვლით) ჩვენს სამსახურებრივ უფლებამოსილებას (მართლმსაჯულების განხორციელების ჩათვლით) ვასრულებდით და ვასრულებთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის განუხრელი დაცვით, მხოლოდ საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულყოფილი და ობიექტური განხილვა-შეფასების შედეგად. არავითარი ზეწოლა, უკანონო მანიპულაცია არ განხორციელებულა არასდროს არც ჩემი და არც არავის მხრიდან სხვა მოსამართლეებზე, მათ საქმიანობაში ჩარევის მიზნით.

ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ სახეზეა აპრობირებული სქემა, რომელმაც კარგად იმუშავა, მაგალითად, უკრაინაში, ალბანეთში, სადაც, „რეფორმების“ შირმით, განხორციელდა არასასურველი მოსამართლეებისგან სისტემის წმენდა; სადაც ხელყოფილ იქნა სახელმწიფოების სუვერენიტეტი სასამართლო ხელისუფლების ნაწილში და ამ ხელისუფლების ადმინისტრირება (მოსამართლეთა დანიშვნების ჩათვლით) მთლიანად გადაბარებულ იქნა ე.წ. საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ „რევიზორთა“ კომისიაზე.

დღევანდელ მოცემულობაში, ნამდვილად არანაირი სურვილი აღარ გვაქვს, არც მე და არც ჩემს ოჯახს, ვეწვიოთ აშშ-ს. ის იდეალები და დემოკრატიული პრინციპები, რითაც აქამდე თავს იწონებდა ეს ქვეყანა, პრაქტიკულად ნიველირებულია, აღარ არსებობს. პირიქით, გამრუდებული და დაკნინებულია ყველა ის ღირებულება, რაზეც იდგა ამ ქვეყნის იდეოლოგია და, პირველ რიგში, ეს იყო სამართლიანობა და მის საფუძველზე ადამიანის უფლებების შეუვალი დაცვა, თანსწორუფლებიანობა და ა.შ. ყველაფერ ამაზე ხაზის გადასმით, გუშინდელი განცხადების ფონზე, პრაქტიკულად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ელჩმა დეგნანმა ლინჩის წესი აღადგინეს (ცხადია, გადატანითი მნიშვნელობით) და სწორედ ამ წესით „გაასამართლეს“ და „დამნაშავეებად გამოაცხადეს“ ქართველი მოსამართლეები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ „მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებზე“.

პირადად მე მაქვს ტრადიციული ოჯახი, მყავს შვილები, რომლებიც სამართლიანობისა და პატიოსნების პრინციპებზე აღიზარდნენ და ამ „ლინჩის წესით გასამართლების“ ფონზე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ მიღწევად მიჩნეულია და აპრობირებულია 6 წლის ასაკიდან ბავშვისათვის სქესის შეცვლა, არაფერი მესაქმება, ვინაიდან მსგავსი „ღირებულებები“ ჩემს ოჯახს ნამდვილად არ სჭირდება”, – წერს შენგელია.

…………………………………………………….

“დღევანდელ მოცემულობაში, ნამდვილად არანაირი სურვილი აღარ გვაქვს, არც მე და არც ჩემს ოჯახს, ვეწვიოთ აშშ-ს. ის იდეალები და დემოკრატიული პრინციპები, რითაც აქამდე თავს იწონებდა ეს ქვეყანა, პრაქტიკულად ნიველირებულია, აღარ არსებობს…

პირადად მე მაქვს ტრადიციული ოჯახი, მყავს შვილები, რომლებიც სამართლიანობისა და პატიოსნების პრინციპებზე აღიზარდნენ და ამ “ლინჩის წესით გასამართლების” ფონზე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ მიღწევად მიჩნეულია და აპრობირებულია 6 წლის ასაკიდან ბავშვისათვის სქესის შეცვლა, არაფერი მესაქმება, ვინაიდან მსგავსი “ღირებულებები” ჩემს ოჯახს ნამდვილად არ სჭირდება”, – წერს ის.

ირაკლი შენგელია, ასევე აცხადებს, რომ აშშ-ის “უპრეცედენტო გადაწყვეტილება” ვერანაირ მტკიცებულებით სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. მისი თქმით, შესაბამისი განმარტებები ვერც სახელმწიფო მდივან ბლინკენისგან და ვერც ელჩ დეგნანისგან ვერ მოისმინა, “გარდა ზოგადი მითითებისა, რომ არსებობს რაღაც “სანდო ინფორმაცია”.

შენგელია იქვე ამატებს, რომ მის წინააღმდეგ, ასეთი მტკიცებულებები “ბუნებაში ვერც იარსებებს”, რადგან “კორუფციის ფაქტები არ არსებობს”.

მისივე მტკიცებით, არავითარი ზეწოლა, უკანონო მანიპულაცია არასდროს არ განხორციელებულა სხვა მოსამართლეებზე არც მისი და არც არავის მხრიდან.

“ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ სახეზეა აპრობირებული სქემა, რომელმაც კარგად იმუშავა, მაგალითად, უკრაინაში, ალბანეთში, სადაც, “რეფორმების” შირმით, განხორციელდა არასასურველი მოსამართლეებისაგან სისტემის წმენდა; სადაც ხელყოფილ იქნა სახელმწიფოების სუვერენიტეტი სასამართლო ხელისუფლების ნაწილში და ამ ხელისუფლების ადმინისტრირება (მოსამართლეთა დანიშვნების ჩათვლით) მთლიანად გადაბარებულ იქნა ე.წ. საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ “რევიზორთა” კომისიაზე…

გუშინდელი განცხადების ფონზე, პრაქტიკულად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ელჩმა დეგნანმა ლინჩის წესი აღადგინეს (ცხადია, გადატანითი მნიშვნელობით) და სწორედ ამ წესით “გაასამართლეს” და “დამნაშავეებად გამოაცხადეს” ქართველი მოსამართლეები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ “მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებზე”, – წერს ირაკლი შენგელია.ირაკლი შენგელია თბილისის სააპელაციო სასამართლოში თავმჯდომარე ჩინჩალაძის მოადგილედ 2021 წლიდან მუშაობს. მისი მოსამართლეობის კარიერა წინა ხელისუფლების დროს იწყება.

2020 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, როცა მისი ახლო ნათესავი ამ საბჭოში კანდიდატად წარდგა. ის კანდიდატ ლევან თევზაძის ცოლისძმა იყო. მან მაშინ თქვა, რომ არ ჰქონდა თვითაცილების საფუძველი.

2020 წლის ივლისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ისაუბრა ირაკლი შენგელიას კავშირებზე. იმ დროის მონაცემებით:

ირაკლი შენგელიას ცოლი, ლანა თევზაძე მუშაობდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტში, მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე;
ირაკლი შენგელიას და, თინათინ შენგელია – სამტრედიის რაიონულ სასამართლოში სპეციალისტად;
ირაკლი შენგელიას დისშვილი, სალომე კაცაძე – მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
წინა ხელისუფლების დროს, 2011 წელს, როცა არასამთავრობო სექტორი “სასამართლოს მახინჯ პრაქტიკაზე” საუბრის დროს აღნიშნავდა, რომ მოქალაქეებს პატიმრობას უსჯიდნენ მხოლოდ პოლიციელის ჩვენებებით, მოსამართლე შენგელია ამბობდა:

“რაც შეეხება მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებას, როგორ წარმოგიდგენიათ, სხვა მტკიცებულება რა შეიძლება იყოს, გარდა პოლიციელთა ჩვენებისა, როცა პირი სამართალდამრღვევად ცნო და პატიმრობა მიუსაჯო მას. უდიდესი ნდობა სახელმწიფოს მიმართ, სახელმწიფო მოხელეა, სხვა რა უნდა იყოს”. 5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაეკისრებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხელ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც განმარტა ის მიზეზები, რის გამოც მიიღეს ქართველი მოსამართლეების სანქცირების გადაწყვეტილება.

ელჩმა თქვა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ეს მოსამართლეები “საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში”.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

მსგავსი პოსტები

Back to top button