მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გარდაცვლილი 25 დღის ჩვილი ბრიტანული შტამით იყო ინფიცირებული

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს, კორონავირუსით გარდაცვლილ ერთწლამდე ბავშვს არ ჰქონდა ე.წ ინდური (დელტა) შტამი, ის ბრიტანული შტამით იყო ინფიცირებული.

„ერთწლამდე ბავშვის გარდაცვლაების მეორე შემთხვევაა, ერთი ადრე იყო. ეს 25 დღის ბავშვი იყო, სამწუხაროდ იყო ოჯახური ინფიცირება. არ იყო დელტა (ინდური) შტამი, იყო ბრიტანული, ანუ ალფა შტამი”. – განმარტავს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების ჰოსპიტალიზაცია იმატებს. მისივე თქმით, ბავშვებში კორონავირუსის შტამები უფრო “აგრესიულად” მიდინარეობს.

18 წლამებდე ბავშვების წილი საერთო ინფიცირებაში 17%-დან 18%-მდეა. ამის შესახებ გამყრელიძემ მედია ვებინარზე ისაუბრა.

„ქვეყანაში ბავშვების ჰოსპიტალიზაცია მომატებულია, ეს არაა გასაკვირი. ჩვენ საერთო ინფიცირებაში 17%-დან 18%-მდე არის 18 წლამდე ბავშვების წილი. ჰოპსიტალიზაცია იზრდება ბავშვების, რადგან ამ შტამებთან მიმართებაში, შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვებში უფრო აგრესიულად მიმდინარეობს, განსაკუთრებით დელტა (ინდური) შტამი”. – ამბობს გამყრელიძე.

ციციშვილის სახელობის კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებული ჩვილი დღეს. 16 ივლისს, გარდაიცვალა. კლინიკაში ამ დრომდე რჩება კოვიდინფიცირებული ორი ჩვილი, მათგან ერთ-ერთი დელტა შტამით არის ინფიცირებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button