“ატამს 20-30 თეთრადაც ვერ ვყიდით”

ატმის ფასი კახეთში მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზია.

მებაღეების ინფორმაციით, მათ მოსავლის რეალიზაციის პრობლემა აქვთ, არსებული ფასი კი დანახარჯის ანაზღაურებას არ ჰყოფნის. მოქალაქეთა ნაწილი საპროტესტო აქციას გეგმავდა, თუმცა დაანონსებული გამოსვლა არ შედგა.

კახეთში იმყოფებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. დანელიას უწყებაში აცხადებენ, რომ ატმის ფასს სახელმწიფო ვერ დაადგენს, თუმცა გლეხებს მოსავლის რეალიზაციაში მაქსიმალურად ეხმარებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button