გარემოს დაბინძურებისთვის დღეიდან დაჯარიმდებით
თბილისში ინსპექტორები გამოჩნდებიან და გარემოს დაბინძურებისთვის დაჯარიმდებით. კანონდარღვევის გამოსავლენად თბილისის ქუჩებში „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები მოძრაობენ.
დღემდე მათი ფუნქცია მოქალაქეების მხოლოდ ინფომრირება იყო. დარიგდა ფლაერები, სადაც დეტალურად იყო მოცემული ინფორმაცია საჯარიმო სანქციების შესახებ. დღიდან კი სადამსჯელო ღონისძიებები ამოქმედდება.
ჯარიმების ოდენობა 80 დან 500 ლარამდე მერყეობს.