გარემოს დაცვის სამინისტრო ვერის ხეობაში გამწმენდ სამუშაოებს ატარებს[Photo]

სტიქიის ზონაში ჩამოტანილი ქვა – ღორღით დაზიანებული გზის გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა სამსახური – მათ შორის ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელები ახალი გზის მაგისტრალზე ე.წ. „მზიურის კოშკების“ მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებში იღებენ მონაწილეობას. – ამის შესახებ რადიო ჰერეთს გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ასევე იმყოფებოდნენ წყნეთში მდებარე „ბაქსვუდის“ სკოლის ტერიტორიაზე, სადაც ასევე შეფასებულ იქნა სტიქიისგან გამოწვეული შედეგები და ადგილზე გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.

 

[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”9683″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”0″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1434295499022″]

მსგავსი პოსტები

Back to top button