მნიშვნელოვანირეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კახეთში ორი უკანონო სახერხი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კახეთში ორი უკანონო სახერხი გამოავლინა.

დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხები ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებშია აღმოჩენილი.

სახერხი დანადგარები მოქალაქეებს საკუთარ სახელზე არსებულ მიწის ფართობზე და სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ჰქონდათ დამონტაჟებული.

გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ინფორმაციით, საამქროების ტერიტორიებზე ასევე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 24 ერთეული მრგვალი ხე-ტყე, ანუ მორი, თხმელას სახეობის 2 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის პირველადი გადამუშავების ფიცარი და წიფლის სახეობის 7 კუბური მეტრი მოცულობის კოტრი.

გამოვლენილი ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის სამართალდამცავ უწყებებშია გადაგზავნილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button