გარეთ ბეილი შესაძლოა მანჩესტერში აღმოჩნდეს
მადრიდის “რეალის“ უელსელი ფორვარდი გარეთ ბეილი კლუბში მისდამი დამოკიდებულებას უჩივის და გუნდის გამოცვლას აპირებს.
ამ ინფორმაციას Goal ავრცელებს. საქმე ისაა, რომ პრიმერა დივიზიონის მეხუთე ტურში “ვილიარეალთან“ დაპირისპირებისას კასტილიელთა ფრანგმა დამრიგებელმა ზინედინ ზიდანმა ბრიტანელი მეფლანგე 71-ე წუთზე შეცვალა, რამაც ბეილის გულისწრომა გამოიწვია.
Goal-ის ცნობით, გარეთი სანტიაგო ბერნაბეუელთა პრეზიდენტ ფლორენტინო პერესზეც ნაწყენია,. ბეილმა პირად აგენტს თხოვნით მიმართა “მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმომადგენლებთან დაიწყოს მოლაპარაკება.