მოზაიკარეგიონი

გარეული ღორი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები გარეული ღორის ამსახველ ფოტომასალას ავრცელებს

“გარეული ღორის გამრავლების პერიოდი შემოდგომაა. ნეზვი 2-10 გოჭს შობს. გოჭს სიცოცხლის პირველ თვეებში სხეულზე განივი ნათელი ზოლები ემჩნევა, რომლებიც მის ზრდასთან ერთად ქრება.” – განმარტავენ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში. ფოტოს ავტორია რეინჯერი, მიხეილ ხატიშვილი

მსოფლიოში ერთ-ერთი კარგად შემონახული, პირველყოფილი, ველური ბუნებრივი ლანდშაფტებით მრავალფეროვანი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ქ. ლაგოდეხში, საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე მდებარეობს და ზღვის დონიდანდ-დან 590-3500 მ-ის სიმაღლემდე ვრცელდება.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მოიცავს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალსა (19755 ჰა) და აღკვეთილს (4500 ჰა).

დღეისათვის ლაგოდეხის აღკვეთილში მოწყობილია თვალწარმტაცი, უსაფრთხო და ინფორმატიული ხუთი ტურისტული მარშრუტი, კერძოდ: ,,როჭოს ჩანჩქერი“, ,,ნინოსხევის ჩანჩქერი“, ,,მაჭის ციხე“, ,,შავი კლდეების ტბა“ და „ბუნების შემეცნების ბილიკი“.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button