კრიმინალიკრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

კახეთის პოლიციამ გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა, მასზე ძალადობის ბრალდებით კი, ერთი პირია დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი, ხოლო მასზე ძალადობის და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით, 1 პირი, 1989 წელს დაბადებულ ბ.ქ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა სხვა არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, რის შემდეგაც მას ძალადობისთვის ბრალდებულმა პირმა, ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ, ყურის არეში დაზიანებები მიაყენა.
პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 126-ე და 117-ე მუხლებით აწარმოებს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, საგარეჯოს პოლიციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სოფელ გიორგიწმინდას მოსახლეობის ნაწილი, მოზარდების მამის განთავისუფლებას ითხოვს. ადგილობრივები თვლიან, რომ მან არასრულწოვან პირს დაზიანება აფექტურ მდგომარეობაში მიაყენა.

მსგავსი პოსტები

Back to top button