მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ბესიკ ჭეჟია: ნაციონალურმა მოძრაობამ იცის რომ არღვევს კანონს ამას აკეთებს მიზანმიმართულად

ბესიკ ჭეჟია: ნაციონალურმა მოძრაობამ იცის რომ არღვევს კანონს, აფერხებს საკრებულოს მუშაობას და ამას აკეთებს მიზანმიმართულად

ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოშიმშილეთა შეყვანას დესტრუქციულ ქმედებად აფასებს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ჭეჟია.

ბესიკ ჭეჟიას განცხადებით, ნაციონალურმა მოძრაობამ იცის რომ აფერხებს სამუშაო გარემოს, ხელს უშლის საკრებულოს ფუნქციონირებას, არღვევს კანონს, თუმცა ამას განგებ აკეთებს, რადგან სურს ხმაურის ატეხვა.

„მერიას აქვს ვალდებულება, რომ ყოველი წლის არა უგვიანეს 15 ნოემბრისა, მომდევნო წლის ბიუჯეტი განსახილველად შეიტანოს საკრებულოში. რაც შეასრულა კიდეც მერიამ. ამის შემდეგ საკრებულოს აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს ამ ბიუჯეტის პროექტის საჯაროობა, განიხილონ კომისიებსა ფრაქციებში და შენიშვნებით, უკან, არაუგვიანეს 25 ნოემბრისა მიუბრუნოს მერიას განსახილველად. ზუსტად ამ პროცესებში ვართ დღეს. არაფერი განსაკუთრებული დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არ ხდება“.
ზუგდიდის მოქმედი საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრები ესწრებოდნენ საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის განხილვებს, შესაბამისად ბესიკ ჭეჟიასთვის გაუგებარია ახლა რატომ აპროტესტებს კანონიერ ქმედებას და ბიუჯეტის ვადებში განხილვას ნაციონალური მოძრაობა.
„როგორც კი შემოვიდა ბიუჯეტი, ბიუჯეტის განხილვის ვადებსა და ა. შ. წყვეტს მუნიციპალიტეტის ბიურო. ბიუროს შემადგენლობაში შედიან როგორც სახელისუფლებო პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელები, ასევე ოპოზიციური ფრაქციის ხელმძღვანელები. „ბიუროზე იქნა განხილული და დადგენილი ვადები როდის განეხილათ კომისიურად საკრებულოში ბიუჯეტის პროექტი და როდის ფრაქციებს და როდის მოგვეწყო საჯარო განხილვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. აქედან გამომდინარე ბიუჯეტის პროექტი განხილულ იქნა ამ გრაფიკის შესაბამისად კომისიებში. ამ კომისიების მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართული ოპოზიციის და ჩვენი დეპუტატები. გაოცებული ვარ მათი ქმედებით, ოპოზიციის დეპუტატები თავიდან ბოლომდე, სრულფასოვნად, აქტიურად იყვნენ ჩართული კომისიურ განხილვებში“,-აცხადებს ჭეჟია.

შეგახსენებთ,
წინააღმდეგობის მიუხედავათ ,ზუგდიდში მოშიმშილეებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს. მანამდე, დაცვის თანამშრომლები ენმ-ს წევრებს ლეიბების შეტანის საშუალებაა არ აძლევდნენ, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button