მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გასულ ღამეს რუსი ოკუპანტები კიევს და ხერსონის ოლქს თავს დაესხნენ

რუსებმა ხერსონი დაბომბეს, არიან დაშავებულები, – ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.

ალექსანდრე პროკუდინის ცნობით, 16 დეკემბრის ღამეს, რუსები ხერსონს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.

ქალაქზე თავდასხმის შედეგად 55 წლის მამაკაცმა დაზიანებები კიდურების არეში, ხოლო 51 წლის მამაკაცმა თავის არეში მიიღო. სტეპანივკას დასახლებაში სამედიცინო დაწესებულება დაზიანდა და ექიმი დაიჭრა.

პროკუდინის ინფორმაციით, რუსების შეტევებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
უკრაინის დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

რუსები უპილოტო საფრენი აპარატებით კიევის ცენტრთან ახლოს მდებარე ტერიტორიებს დაესხნენ თავს. თავდასხმას მსხვერპლი და სერიოზული ზიანი არ მოჰყოლია. მიმდინარე თვეში, ეს რუსების მიერ კიევზე განხორციელებული მეექვსე შეტევა იყო. ხოლო რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის გუბერნატორის თქმით, დმიტრივსკისა და ზალიზნოჰირსკის რაიონებს, დრონები დაესხნენ თავს. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.

თავდასხმისას, ქალაქ დმიტრიევის რკინიგზის სადგურის მიდამოში, დაზიანდა საკომპრესორო სადგური, ხოლო ზალიზნოჰირსკის რაიონში დრონებმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზი. მსხვერპლი არ ყოფილა.

მსგავსი პოსტები

Back to top button