მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

გასულ წელს გასახსნელი უნივერსიტეტი ჯერ კიდევ შენდება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რომელსაც სტუდენტები ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა მიეღო, სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.

ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.

ე.წ. მუხრანის დასახლებაში, საუნივერსიტეტო კომპლექსის რამდენიმე კორპუსი თითქმის დასრულებულია, შენობების ნაწილის ამოყვანა კი, ახლა მიმდინარეობს. ადგილზე დასაქმებულებმა განაცხადეს, რომ ობიექტი სრულად, ოქტომბერში უნდა დასრულდეს. სასწავლებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში
ქუთაისიპოსტს განუმარტეს, რომ სექტემბრისთვის სამი კორპუსი, სტუდენტთა ორი საცხოვრებელი და სასწავლებლის ადმინისტრაციულ-აკადემიური შენობა ჩაბარდება.

“პირველ ეტაპზე 1 000 სტუდენტის ადგილია და შესაბამისად, ამ ადამიანებისთვის იქნება საცხოვრებელი მოწყობილი.” – განმარტავენ უნივერსიტეტის პრესსამსახურში.

ჯერ არაშენებულ უნივერსიტეტში სტუდენტების მისაღებად, ღია კარის დღე თბილისში გაიმართა. 60 000 სტუდენტზე გათვლილი უნივერსიტეტის მშენებლობის პროექტი, 2016 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრეობდა. პრეზენტაციის დროს აცხადებდნენ, რომ სასწავლებელი სტუდენტთა პირველ ნაკადს 2019 წელს მიიღებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button