არ ვიზიარებთ პროკურატურის ვერსიას – ზურაბ კიწმარიშვილი

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრები პორკურატურის დასკვნას იმის შესახებ, რომ ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა, არ იზიარებენ.

როგორც ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა განაცხადა, აქვთ არგუმენტები, რითაც შესაძლებელია პროკურატურის პოზიციის გაქარწყლება.

მისივე თქმით, ოჯახის წევრები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ და თავიანთ პოზიციაზე უფრო ვრცლად სწორედ ამ ბრიფინგზე ისაუბრებენ.

„არ ვიზიარებთ პროკურატურის ვეერსიას. გვაქვს არგუმენტები, რომლითაც გავაქარწყლებთ პროკურატურის განცხადებას“, – განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის არ მოუკლავს, მან თავი მოიკლა.

წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button