მნიშვნელოვანისაქართველო

გასული ღამის განმავლობაში ორი მიწისძვრა მოხდა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა.

პირველი – ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 14 კმ-ში, სოფელ მართგაჯინაში, 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო და 5 მეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

მეორე მიწისძვრის ეპიცენტრი კი, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ დრბოში იყო.

მისი სიმძლავრე 3.3 მაგნიტუდას შეადგენდა.

ინფორმაცია მსხვერპლის და ნგრევის შესახებ არ გავრცელებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button