სპორტი

გასვლით მატჩებზე უეფამ ფანებს დასწრების უფლება მისცა

სულ მალე ჩემპიონთა ლიგის, ევროპალიგისა და უეფას ახალი საკლუბო ტურნირის, კონფერენსლიგის ახალი სეზონი დაიწყება.

ამ დრომდე,კოვიდპანდემიის გამო ევროპული საკლუბო ტურნირების მატჩები მაყურებლის გარეშე ტარდებოდა, თუმცა გაუმჯობესებული პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ევროპულ ჩემპიონატებში გულშემატკივრებს ტრიბუნებზე დაბრუნების ნება დართო.

აღნიშნული ღონისძიება ძალაში ჩემპიონთა ლიგის, ევროპალიგისა და კონფერენსლიგის ახალ სეზონშიც დარჩება.

გარდა ამისა უეფას ახლი პროტოკოლის მიხედვით: ამიერიდან, ჩემპიონთა ლიგის, ევროპალიგისა და კონფერენსლიგის შეხვედრებზე დასწრება სტუმარი გუნდის ფანებსაც შეეძლებათ.

უეფა აქამდე სტუმარი გუნდის ფანებს სტადიონზე არ უშვებდა. ახლა კი ვროპულმა მმართველობამ ყველაფერი ადგილობრივ ხელისუფლებას გადააბარა.

„მათ უნდა გადაწყვიტონ, დაუშვებენ თუ არა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ მაყურებლებს ქვეყანაში და შესაბამისად შეხვედრაზე“,- აღნიშნულია უეფას მიმართვაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button