გატაცება გორის რაიონიდან
საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. შემთხვევა გორის რაიონის სოფელ კოშკაში მოხდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ 69 წლის ამირან გუგუტიშვილი საკუთარ ბაღში შეშის მოსატანად იყო წასული, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აიყვანეს.
სოფელ კოშკას მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ ამირან გუგუტიშვილი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.