გაწვევა პანკისიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში [Audio]

პანკისის ხეობაში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გაწვევის მსურველებისთვის რეგისტრაცია დაიწყო.

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 18-დან 35-წლამდე წვევამდელები და ის ახალგაზრდები მიიღებიან, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური.

სამსახურში გაწვევის მსურველებისთვის რეგისტრაცის ვარდა ორი კვირით და მხოლოდ პანკისის ხეობის მცხოვრებლებისთვის თავდაცვის მინსიტრის ბრძანებით გაგრძელდა.

მიმდინარე წლის 10 იანვარს ხეობაში თავდაცვის მინისტრის ვიზიტისას ადგილობრივმა ახალგაზრდებმა შეიარაღებულ ძალებში სამსახურის სურვილი გამოთქვეს. რადგან საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა ამ დროისთვის უკვე შეწყვეტილი იყო, თინათინ ხიდაშელი მათ გაწვევის ვადის გახანგრძლივებას დაპირდა.

ლევან ბერია_პოლკოვნიკი_ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button