მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სოფელ შამგონასთან მდინარეში კიდევ ერთ მამაკაცს ეძებენ

სოფელ შამგონაში ოკუპირებული წარჩეს მკვიდრი მამაკაცის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც ადგილზე შეკრებილი დევნილები ამბობენ, მდინარის გადმოლახვა მან ცოლთან და კიდევ 2 პირთან ერთად ცადა, თუმცა, სავარაუდოდ, ადიდებულმა წყალმა ამის საშუალება არ მისცა.

“წუხელ კი არა, გუშინ ღამე გადმოდიოდნენ. ​წარჩედან არიან, ახლა ქმარს ეძებენ. ცოლი და კიდევ 2 ადამიანი იყო მასთან. უკვე იპოვეს ისინი. უნდა გაიხსნას საზღვარი დევნილებისთვის, ეს ყველაფერი კარანტინის შედეგია”, – გვითხრა ერთ-ერთმა დევნილმა.

ადგილზე მაშველების 40 კაციანი შემადგენლობა იმყოფება. მდინარე ენგურიდან უკვე ამოყვანილია სამი მოქალაქის ცხედარი.

მსგავსი პოსტები

Back to top button