მნიშვნელოვანი

,,გაუგებარია, რის საფუძველზე გასცემს სასჯელაღსრულების სამინისტრო დადებით დასკვნებს“ – ბაია პატარაია

კავშირ ,,საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია ინტერესდება, როგორ მოხდა, რომ 25 წლის გერის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ვეფხია ბაქრაძეს, წარსულში პატიმრობაში ყოფნისას, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსგან დადებითი დახასიათებები ჰქონდა. როგორც რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ ბაია პატარაიამ აღნიშნა, გაუგებარია, რის საფუძველზე გასცა სასჯელაღსრულების სამინისტრომ აღნიშნული პირის მიმართ, დადებითი დასკვნები.

,,ამ ადამიანს ჰქონდა დადებითი დასკვნები სასჯელაღსრულების სამინისტროდან. გაუგებარია, რის საფუძველზე გაიცემა ეს დასკვნები და რანაირად მოხდა, რომ ასეთი ტიპის ადამიანს ამდენი დადებითი დასკვნა ჰქონდა?“, – აღნიშნა ბაია პატარაიამ.

მისი თქმით, ჩანს, რომ ,,სისტემა ბრმაა ოჯახში ძალადობის დანაშაულის მიმართ“, რადგან შეწყალების კომისიამ ოჯახის დადებითი რეკომენდაცია გაითვალისწინა მაშინ, როცა მოძალადეების მხრიდან, დადებითი დახასიათების მიღების მიზნით, ხშირია ოჯახის წევრების დაშანტაჟების და იძულების ფაქტები.

მოისმინეთ ბაია პატარაიას ხმა.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button