რეგიონი

გაუმარჯოს უკრაინას, რუსეთი ოკუპანტია

გაუმარჯოს უკრაინას, რუსეთი ოკუპანტია- ასეთი ტრანსპარანტებით, საზოგადოების წარმომადგენლები თელავში, ქუჩაში გამოვიდნენ.

საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები, თელავის თეატრთან შეიკრიბნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინას.

აქციის მონაწილეებმა დაგმეს რუსული ოკუპაცია უკრაინაში და მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს კაპიტულანტური განცხადებების გაკეთება რუსეთის მისამართით.

უკრაინის მხარდამჭერი აქციები ჩატარდა ყვარელსა და ახმეტაშიც.

შეგახსენებთ, მეორე დღეა, რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეიჭრა და მისი დედაქალაქის, კიევისკენ მიიწევს.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ლუგანსკისა და დონეცკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა.

მსგავსი პოსტები

Back to top button