ჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა [Video]

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდა, ჰილარი კლინტონმა საკუთარ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. მართალია, ხმების დათვლის პროცედურა ბოლომდე არ დასრულებულა, მაგრამ როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი ამერიკის 45-ე პრეზიდენტი გახდება. CNN-ის მონაცემებით, ტრამპმა 288 ხმა მოიპოვა, ხოლო კლინტონმა – 215.

საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ჯონ პოდესტამ კლინტონის მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და დაშლა მოსთხოვა. თუმცა განაცხადა, რომ ბრძოლა ჯერ არ დასულებულა, – იუწყება Reuters.

CNN-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჰილარი კლინტონმა დამარცხება აღიარა, თავის ოპონენტს დაურეკა და გამარჯვება მიულოცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button