მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

გაუქმება შეთანხმებისა არღვევს ნდობას-ვიოლა ფონ კრამონი

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებამ 19 აპრილის შეთანხმებიდან შესაძლოა საქართველო ევროკავშირს დააშორა. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

“მეშინია, რომ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების შემდეგ, რომ გაეუქმებინა 19 აპრილის შეთანხმება, საქართველო უფრო დაშორდა ევროკავშირის, ვიდრე ის იყო 3 თვის წინ… “ქართულმა ოცნებამ” გადადგა ძალიან მოულოდნელი და ჩემი აზრით, დამაზიანებელი ნაბიჯი საქართველოს ინტერესებისთვის და გამოვიდა შეთანხმებიდან. ამის გამო გადავწყვიტე მე გამეუქმებინა შეხვედრები პარლამენტში… პირველად არ ხდება, როცა “ქართული ოცნება” თავის დაპირებას არ ასრულებს.

გაუქმება შეთანხმებისა არღვევს ნდობას და “ქართულ ოცნებას” ხდის ისეთ სუბიექტად, რომელიც არ არის სანდო… “ქართულმა ოცნებამ” არ შეასრულა თავისი მოვალეობები, ეს ეხება მოსამართლეთა დანიშვნას ამბიციური სასამართლო რეფორმის გარეშე… “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებამ სარგებელი მოუტანა მხოლოდ კრემლს… ჩემი აზრით, ევროკავშირს დასჭირდება გადახედო ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან…

ჭეშმარიტებაა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” არაკონსტრუქციულმა ქმედებებმა და მისმა უარმა მისცა “ქართულ ოცნებას” საკმაოდ ხელსაყრელი ქვეტექსტი.

საქართველოს ხალხი იმსახურებს უკეთესს. ისინი იმსახურებენ პოლიტიკოსებს, ვინც აყენებს ქვეყნის ინტერესებს ყველაფერზე უფრო მაღლა.

ამიტომაც მე არასდროს ვუჭერდი მხარს ბოიკოტს და ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მოვუწოდებდი, რომ ერთგულები ყოფილიყვნენ იმ ხელშეკრულებისა, რომელიც გაფრომდა და რომელიც მათ აღიეს…
ამ კონტექსტში მომავალი ადგილობრივი. არჩევნები გახდა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი.

ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას მათ ბრძოლაში სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის”, – თქვა ევროპარლამენტარმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button