მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გაუწმენდავი სანიაღვრე არხები კაბალში-მოსახლეობა უყურადღებობაზე ჩივის

გაუწმენდავი სანიაღვრე არხები სოფელ კაბალში მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. ადგილობრივები რადიო ჰერეთთან აცხადებენ, რომ წლების მანძილზე არხები გასაწმენდია და მცირე ნალექის დროსაც კი წყალი ავტომობილების სავალ ნაწილზე მიედინება,აზიანებს როგორც ინფრასტრუქტურას, ასევე სავარგულებს.

კაბალელები უყურადღებობაზე ჩივიან. მათი თქმით, არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ. პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი რადიო ჰერეთთან აცხადებს, რომ მსგავსი  პრობლემა მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ფიქსირდება და მოგვარებას ადგილობრივი ხელისუფლება ეტაპობრივად გეგმავს.

მოისმინეთ, კაბალელების და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის,ჯონდო მდივნიშვილის ხმები

მსგავსი პოსტები

Back to top button