სპორტი

ბათუმელებმა თბილისის დინამო საკუთარ სახლში დაამარცხეს

საქართველოს ჩემპიონატის მთავარი შეხვედრა თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ შედგა, სადაც თბილისის „დინამომ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა.

შეხვედრა დაძაბული, თუმცა მცირეგოლიანი აღმოჩნდა. მატჩის ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე ბათუმელმა გიული მანჯგალაძემ გაიტანა.

გიორგი ნემსაძის გაწვრთნილებს პირველი ტაიმისგან განსხვავებით, გოლის გატანის რეალური შანსი მეორე ტაიმში აღარ ქონიათ.

თამაში სტუმართა გამარჯვებით 1:0 დამთავრდა.
აჭარლები 3 ტურის შემდეგ 7 დაგროვილი ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცნენ. მთავარია, რას იზამს დღეს გორის „დილა“, რომელიც თბილისის „ლოკომოტივს“ ეთამაშება და 2 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს.

ბათუმის „დინამო“ მომდევნო შეხვედრას 13 მარტს სამტრედიასთან გამართავს. თბილისი კი „საბურთალოს“ 14 მარტს დაუპირისპირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button