პაატა ბურჭულაძემ ყველა საკონცერტო კონტრაქტი გააუქმა

პაატა ბურჭულაძე პირველ საჯარო განცხადებას აკეთებს მის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე.

მომღერალი არ გამორიცხავს, რომ მომავალში პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთოს. კონკრეტულ კითხვაზე პასუხი მას ექნება დეკემბერში, როდესაც ფონდის პრეზენტაცია გაიმართება.

პაატა ბურჭულაძე განმარტავს, რომ კონსულტაციებს გადის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მან ასევე დღეს დაადასტურა, რომ საუბარი ჰქონდა ყოფილ პრემიერთან ბიძინა ივანიშვილთან და თავისუფალი დემოკრატების ლიდერთან ირაკლი ალასანიასთან.

“არასდროს მიფიქრია ვყოფილიყავი ოპერის მომღერალი, მაგრამ ცხოვრებამ ესე მაიძულა, უფრო სწორად მომცა ამის შანსი და მე გამოვიყენე. არასდროს მინდოდა ვყოფილიყავი ქველმოქმედი, მაგრამ ცხოვრებამ შექმნა ეს პირობები. დღესდღეობით მე ჩამოვაყალიბე ფონდი, თუ კიდევ რამე მოხდება, მე არ ვუარყოფ, არც კის გეუბნებით არც არას. თუ ცხოვრება მაჩვენებს, რომ ეს არის ჩემი გზა, მე ამას აუცილებლად გავაკეთებ,” – განმარტა პაატა ბურჭულაძემ.

ცნობილი მომღერალი და “საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელი ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ვანო მაჭავარიანს და ფონდის წევრებს ხათუნა ლაგაზიძეს, დავით ჯანდიერს და გიორგი რუხაძეს ხვდება. კომენტარები სწორედ ამ, სამუშაო შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ მან ამ ეტაპზე ყველა საკონცერტო კონტრაქტი გააუქმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button