ანალიტიკამნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

გავლენიანი ამერიკული ტელეკომპანია CBS სააკაშვილს სტატიას უძღვნის

“მედიკოსები აცხადებენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის “კრიტიკულ” მდგომარეობა შიმშილობს.” – ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკის გავლენიანი სამაუწყებლო კომპანია CBS , მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატიას და წერს:

“საქართველოს ციხეში მყოფი ოპოზიციის ლიდერი და ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რამდენიმე კვირაა შიმშილობს, მძიმე მდგომარეობაშია და სათანადო სამედიცინო დახმარება არ აქვს,-  განაცხადეს ექიმებმა ოთხშაბათს.

სააკაშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი იყო 2004-დან 2013 წლამდე, 48 დღის განმავლობაში უარს ამბობს საკვებზე, ამით ის აპროტესტებს მის პატიმრობას. იგი საქართველოში 1 ოქტომბერს დაბრუნდა.

საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ციხის საავადმყოფოდან მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, ექიმების რჩევის მიუხედავად, რომლებიც აფრთხილებდნენ მთავრობას სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხეზე.

ოთხშაბათს, ომბუდსმენის ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილმა მედიკოსთა კონსილიუმმა, სააკაშვილის გამოკვლევის შემდეგ განაცხადა, რომ მისი “ამჟამინდელი სტატუსი შეფასებულია, როგორც კრიტიკული” და რომ მას “უახლოეს მომავალში” ფატალური გართულებების რისკი ემუქრება.

ციხის საავადმყოფო, სადაც სააკაშვილი მკურნალობს, ვერ აკმაყოფილებს მის სამედიცინო საჭიროებებს, დასძინეს მათ და მოითხოვეს მისი სასწრაფო გადაყვანა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სამოქალაქო კლინიკაში, რომელიც მასზე უკეთესად არის აღჭურვილი.

გასულ კვირას სააკაშვილი გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში, სადაც, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია Amnesty International-ის თქმით, „ექსპრეზიდენტი სააკაშვილი (შიმშილობის მეხუთე კვირას) ძალადობრივად გადაყვანილ იქნა ციხის საავადმყოფოში; არის ცნობები, რომ მას დაემუქრნენ, შეულახეს ღირსება, პირადი სივრცე და ადეკვატური სამედიცინო დახმარების (მიღების უფლება). ესაა არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიება“.

ტვიტერზე უფლებადამცველმა ჯგუფმა მას უწოდა “შერჩევითი სამართალი” და “აშკარა პოლიტიკური შურისძიება”.

53 წლის პროდასავლურმა რეფორმატორმა განაცხადა, რომ მას ციხეში დაცვის თანამშრომლები თავს დაესხნენ და მისი სიცოცხლე საფრთხეშია

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, “მოექცეს ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად”.

საქართველოში რამდენიმე ოპოზიციური დეპუტატი, ასევე რამდენიმე დღეა შიმშილობს და სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარებას ითხოვს.

ეს მოწოდება გაიმეორა შეერთებული შტატებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომაც.

საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯები „სასამართლოს ინფორმირებისთვის განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უზრუნველყოს მისი შესაბამისი სამედიცინო დახმარება შიმშილობის შემდგომი გამოჯანმრთელების პერიოდისთვის“, – თქვა გასულ კვირას ECHR. სასამართლომ ასევე მოუწოდა სააკაშვილს “შეწყვიტოს შიმშილობა”.

სამშაბათს, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გამორიცხა სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში და განაცხადა, რომ „არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც სააკაშვილს არ მიეღო მისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურება“.

სააკაშვილმა გასულ კვირას თქვა, იგი შეწყვეტდა შიმშილობას თუ მას გადაიყვანდნენ სამოქალაქო “მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციისთვის”.

სააკაშვილის დაპატიმრებამ გაამძაფრა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც წარმოიშვა გასულ წელს საპარლამენტო არჩევნების შედეგად, რომელიც ოპოზიციამ თაღლითურად შეაფასა.

ასევე გამოიწვია ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ, ცოტა ხნის წინ საზოგადოების აჟიოტაჟი გამოიწვია, როცა განაცხადა, რომ სააკაშვილს “აქვს თვითმკვლელობის უფლება” და რომ მთავრობა იძულებული გახდა დაეპატიმრებინა ის, რადგან უარი თქვა პოლიტიკიდან წასვლაზე.” – წერს ცნობილი ამერიკული ტელეკომპანია CBS

მსგავსი პოსტები

Back to top button