გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი კადრები [Audio]
სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი კადრები გავრცელდა.
ვიდეო პოლიტიკოსის ყალბი ფეისბუკ პროფილით გავრცელდა. რამდენიმე ადამიანს აღნიშნული ვიდეომასალა ფეისბუკზე გაუგზავნეს. პოლიტიკოსის ყალბი ფეისბუკპროფილით ვიდეო რამდენიმე ჟურნალისტს და მსახიობ ბესო ზანგურს მიაწოდეს. ამ დროისთვის ვიდეოზე წვდომა დაბლოკილია.
ჟურნალისტ მაკა რაზმაძის განცხადებით პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება მის ფეისბუკგვერდზე იგივე ხელწერით, პოლიტიკოსის ყალბი ექაუნთით მოხდა და ვიდეოს თან ახლდა ანონსი, სადაც აღნიშნული იყო ის ადამიანები, რომელთა ვიდეოების გავრცელებაც მომავალში მოხდება.
მაკა რაზმაძის ხმა►
დაიწყო თუ არა პროკურატურამ გამოძიება პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით პროკურატურაში ინფორმაცია არ აქვთ. პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი ამბობს, რომ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვს. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები Facebook-ზე მსახიობმა ბესო ზანგურმაც მიიღო, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ვაკის პოლიციაში იმყოფებოდა.
პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხზე განცხადებები მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთეს.
მოუსმინეთ მინისტრების: დავით ბაქრაძის და პაატა ზაქარეიშვილის ხმას►
პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებას ეხმაურებიან კანონმდებლები.
მოუსმინეთ “ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი ვაშაძეს და სერგო რატიანს და “ქართული ოცნებიდან” ელისო ჩაფიძეს და ომარ ნიშნიანიძეს ►
ახალი ვიდეომასალის გავრცელების საკითხს გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მესამე სექტორი განმარტავს, რომ სამართალდამცველმა ორგანოებმა შესაბამისი პრევენციული ზომების მიღება ვერ მოახერხეს. ისინი აცხადებენ, რომ გამოძიების მიმართ მაღალი სანდოობის უზრუნველყოფისთვის, საქმეში ექსპერტების ჩართვაა აუცილებელი.
გიორგი კლდიაშვილის და ანა ნაცვლიშვილის ხმა►