მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

გავრილოვმა Facebook-ჯგუფ “მილიონ ქართველში” დაპოსტა

კომუნისტმა, რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, რომლის საქართველოში ვიზიტსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა, Facebook-ჯგუფში, სახელად “მილიონი ქართველი” თავისი მოწოდება გააზიარა.

მოწოდება გავრილოვმა 20 ივნისს, გავრილოვის ღამიდან ერთი წლისთავზე გააზიარა და მასში საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის და პირადად პრეზიდენტ პუტინისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

Facebook-ჯგუფში ამ დროისთვის, 543 791 მოხმარებელია და ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჯგუფია, სადაც სხვადასხვა სახის ინფორმაცია ვრცელდება, მეტწილად კი, – ახალი ამბები. გავრილოვის პოსტს მომხმარებლები გინებითა და მიმებით შეხვდნენ.

ჯგუფის ადმინისტრატორის ცნობით, მოგვიანებით გავრილოვმა კიდევ ერთი ვიდეოს გაზიარება სცადა, რომელშიც ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესების მისეულ ხედვას გვთავაზობს, თუმცა ადმინისტრატორმა მას იმ ვიდეოს დადების ნება აღარ დართო.

მსგავსი პოსტები

Back to top button