გავრილოვმა კობახიძე შეაქო რუსეთის დროშის შეურაცხყოფის დაგმობის გამო აღნიშნა რომ ,,საქართველოს და რუსეთს საუკუნოვანი ისტორია აქვთ,,

კრიტიკას, რომელიც თბილისში “ოფენ ეარის”-ის სცენაზე ერეკლე გეწაძის პერფორმანსმა გამოიწვია, უკვე მოჰყვა მოსკოვის საპასუხო ქება ირაკლი კობახიძის მისამართით — სახელმწიფო დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვისგან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამართლიანად დაგმო რუსეთის დროშის შეურაცხყოფა ქართველი მომღერლის მიერ, ეს საქციელი ბანალური თავხედობაა, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მომღერალ ერეკლე გეწაძის მიერ სცენაზე დროშასთან დაკავშირებით ჩადენილი კადნიერი საქციელი გამბედაობის აქტი კი არა, ბანალური თავხედობაა. ირაკლი კობახიძე სწორად მოიქცა, როდესაც ინციდენტი დაგმო“, – განაცხადა გავრილოვმა.
მისი მტკიცებით, რუსეთსა და საქართველოს აკავშირებს საუკუნოვანი საერთო ისტორია, ნათესავები, ენა, ტრადიციები და მომღერლის საქციელს არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ქართულ ღირებულებებთან.
რუსი დეპუტატის თქმით, მომღერლის საქციელი “უნიჭო თვით პიარია” და ის რეალური, პოლიტიკური განსხვავებული შეხედულებისგან უნდა განაცალკეონ.
„ერეკლე გეწაძის სცენური ჟესტი არა გმირობა, არამედ ჩვეულებრივი უტაქტობაა, შეფუთული ეპატაჟის ფერად ქაღალდში. ირაკლი კობახიძე სწორად მოიქცა, რომ დაგმო ეს ინციდენტი,“ — განაცხადა გავრილოვმა.
მისი თქმით, მომხდარი „არანაირად არ შეესაბამება ნამდვილ ქართულ ღირებულებებს“ და მხოლოდ „უაზრო თვითპიარის“ გამოვლინებაა, რომელიც არავითარ კავშირში არ არის პოლიტიკურ განსხვავებებთან.
„ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება — ეს არის გონების სრული არქონა და პირდაპირი, უგუნური შეურაცხყოფა. ამის გასაგებად დიპლომატი არ უნდა იყო. საკმარისია, ადამიანი იყო,“ — დაასკვნა რუსმა დეპუტატმა.
გავრილოვმა ქართულ კულტურაზეც ისაუბრა, რომლის აზრითაც, ტოლერანტობა, სუფრა და პატივისცემა მის საფუძველს წარმოადგენს.
ცნობისთვის, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ერეკლე გეწაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრის ბრძანება გასცა.