მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გავრილოვს რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა სურს

საჰაერო ფრენის შეზღუდვა 4 წლის წინ, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იქნა შემოღებული

რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვარაუდით, საქართველოსთან ფრენების აღდგენის შემდეგ შესაძლოა დიპლომატიური ურთიერთობებიც აღდგეს.

როგორც გავრილოვი სამთავრობო გამოცემა Русская газета-სთან ინტერვიუში ამბობს, ასეთი ნაბიჯებს შესაძლებელს ხდის “საქართველოს თავშეკავებული პოზიცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით”.

გავრილოვის აზრით, [დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა] “ხელს შეუწყობს შეიქმნას სრულფასოვანი საკონსულო დახმარება ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის”.

“ვფიქრობთ, რომ შემდეგი ნაბიჯი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ელჩების გაცვლა. ამ ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობას იძლევა საქართველოს თავშეკავებული პოზიცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, მისი მიმდევრობა დემოკრატიულ პრინციპებზე. ჩვენი ერები მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან, ჩვენ გვაქვს საერთო სულიერი და მორალური ღირებულებები, კულტურა”, – თქვა გავრილოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.

გავრილოვი ამბობს, რომ საჰაერო ფრენის შეზღუდვა 4 წლის წინ, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იქნა შემოღებული.

“არ იყო უსაფრთხო ჩვენი ტურისტებისთვის თბილისში ყოფნა, რადგან ამ დროს იქ საქართველოს მთავრობის გადასაგდებად კამპანია იყო დაწყებული… ამ რადიკალების ერთ-ერთი მთავარი მოწოდება იყო, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სრულიად განადგურებულიყო,” – ამბობს გავრილოვი.
რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ეს მოსკოვიდან პირველი რეისია. პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია იმართება, სადაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს რუსეთის ფედერაციამ საქართველოში ფრენები სწორედ სერგეი გავრილოვის საწინააღმდეგოდ დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ აკრძალა.

ამ წლის 19 ივნისს საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა იმართებოდა, რომლის თავმჯდომარეც სერგეი გავრილოვი უნდა ყოფილიყო, რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდა, რასაც თბილისში ხალხმრავალი და მწვავე პროტესტი მოჰყვა. გავრილოვი საქართველოდან იმავე დღეს გაიქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button