“პირადად მე, ვერ ვხედავ ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზების აუცილებლობას”- უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ დროისთვის ვერ ხედავს კონკრეტულ დეტალებს გენერალური შტაბიდან, რომ საჭიროა 500 000 უკრაინელის მობილიზება.
მისი თქმით, სამხედროების ყველა ხელფასი და წვრთნა უკრაინის ბიუჯეტიდან არის გადახდილი, თუმცა პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ფრონტზე სამხედროების ჩანაცვლებისთვის მობილიზაციაა საჭირო.
“პირადად მე ვერ ვხედავ ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზების აუცილებლობას. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ პასუხის გაცემა და ვინმეს მოწონება მინდა. ეს არ არის მხოლოდ ცხოვრება, ცხოვრება არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. და მეორე ამბავია – შესაბამისი მოქმედებები, ოპერაციები. ჯერ არ მინახავს იმდენი მკაფიო დეტალი, რომ ვთქვა, ნახევარი მილიონის მობილიზებაა საჭირო. და მესამე ფულია. მთელი ეს ფინანსები – ეს ნამდვილად არ მოდის პარტნიორებისგან, მინდა ეს ყველამ გაიგოს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
გარდა ამისა დონეცკის დაბომბვის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა.
დონეცკის ოლქის რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. ხელმძღვანელი, დენის პუშილინი აცხადებს, რომ უკრაინულმა ძალებმა ქალაქი დონეცკი დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა 25 ადამიანი და დაშავდა 20.
ამასთან, დროებით ოკუპირებული ქალაქის რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. მერი, ალექსეი კულემზინი იუწყება, რომ უკრაინელმა ძალებმა ხალხმრავალი ტერიტორია დაბომბეს, სადაც მაღაზიები და ბაზარია განთავსებული.
პუშილინის თქმით, ქალაქი უკრაინულმა არტილერიამ დაბომბა. უკრაინის ხელისუფლებას, აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.