“მე რუსეთთან მშვიდობის აბსოლუტური მომხრე ვარ”

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან მშვიდობის მომხრეა.
ჟურნალისტის კითხვას, რომ ის რუსეთთან მშვიდობის მომხრე არ არის, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა:
„არა, მე რუსეთთან მშვიდობის აბსოლუტური მომხრე ვარ. ის ფაქტი, რომ ზელენსკიმ ჩემი კანდიდატურა წარადგინა, იმაზე მეტყველებს, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას. რასაც ეს ორი დღეა ვუყურებ, რუსულ მედიაში სრული ისტერია სუფევს და პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს იცის. თუ ეს ნაბიჯი გადადგა, ეს ნიშნავს, რომ მას ესმის, რომ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელსაც დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლება აქვს. არავინ არის რუსეთთან მშვიდობის წინააღმდეგ. მე სრულად ვუჭერ მხარს რუსეთთან მშვიდობას, თუმცა არსებობს სხვადასხვა პირობა, რომლითაც ამის მიღწევა შეიძლება. ახლა ეს არც თუ ისე მარტივია“.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის არ მიიჩნევს, რომ ზელენსკი რუსეთთან დათმობებზე წავა.
„პრეზიდენტის ყველა ნაბიჯი იმას ცხადყოფს, რომ ის დამოუკიდებელ უკრაინულ სახელმწიფოს იცავს“, – დასძინა მან.