რეგიონი

ზუგდიდში მთავარი არხის ჟურნალისტს და ოპერატორს ალტ-ინფოს ჯგუფი თავს დაესხა

ზუგდიდში მთავარი არხის ჟურნალისტს და ოპერატორს ალტ-ინფოს ჯგუფი თავს დაესხა-დაწყებულია გამოძიება
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით.

ამავე განცხადების თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.

კონსერვატიული მოძრაობის” ოფისთან მისულ მის ჟურნალისტ ემა გოგოხიას და ოპერატორ ზვიად აბლოთიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაახოლებით 15-მა პირმა.

როგორც ემა გოგოხია აცხადებს, პოლიციამ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი დააკავა, თავად კი გამოკითხა. ფაქტი წუხელ, გვიან ღამით მოხდა. მედიის წარმომადგენლები ზუგდიდის ცენტრში მდებარე “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისის გადასაღებად მივიდნენ, რომლის ფასადიც უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს და წარწერა დატოვეს მეგრულ ენაზე:

ვორდით, ვარდით, სორდით?” (ვიყავით, არ იყავით, სად იყავით?). ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button