მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“ლელოს” ქალთა საბჭოს 12 წევრი კახეთიდან

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭომ თელავის, ყვარლის, ლაგოდეხის და ახმეტის ოლქიდან 12 წევრი წარადგინა.

საბჭოს წევრები კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალები არიან. ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებსა და მხარდამჭერებს, ისინი ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში “ლელოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ტალახაძემ და პოლიტიკური საბჭოს წევრმა, მედეა მეტრეველმა წარუდგინეს.

ირაკლი ტალახაძე

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქალების ჩართულობა პოლიტიკაში, ბიზნესში, ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია. “ლელო საქართველოსთვის” თვლის, რომ ჩვენი ქალები თავის სიტყვას იტყვიან ყველა მიმართულებით.” – განაცხადა ტალახაძემ.

პოლიტიკური საბჭოს წევრის, მედეა მეტრეველის განმარტებით, მოვიდა დრო, ქალებმა საკუთარი და სხვისი უფლებები დაიცვან.

“ჩვენი ქვეყანა იქნებოდა უკეთესი, ქალები რომ აქტიურად იყვნენ ჩართულები პოლიტიკაში, ბიზნესში, წარმოებაში. დამსაქმებლების დამოკიდებულება ქალებთან რადიკალურად შესაცვლელია, ქალი წელში უნდა გაიმართოს ფინანსურად, მენტალურად, რომ ქვეყანა გაძლიერდეს.” – განაცხადა მეტრეველმა.

საბჭოს ქალი წევრების წარდგენა, თელავში, ნადიკვრის პარკში, ღია ცის ქვეშ გაიმართა.

მსგავსი პოსტები

Back to top button